ხელოვნება

“ტყეების მეფე”- დათო ტურაშვილის წიგნი დავით აღმაშენებლის შესახებ [ვიდეო]

6 ნოემბერი, 2013 • • 6704
“ტყეების მეფე”- დათო ტურაშვილის წიგნი დავით აღმაშენებლის შესახებ [ვიდეო]

“შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა” – ასე სწერდნენ სელჩუკები ჯერ კიდევ გაპარტახებული საქართველოს მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელსაც მამამისის, გიორგი II-ის მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ჭაბუკობაშივე მოუწია, თავის თავზე აეღო ძალიან რთული მისია – ტყე-ღრეებად ქცეული საქართველო კვლავ სახელმწიფოდ ექცია. ეს მატიანეში შემონახული ფაქტებია,”- წერია წიგნის ანოტაციაში.

 

რომანს “ტყეების მეფე” საფუძვლად დავით აღმაშენებელზე დაწერილი სცენარი დაედო. დათო ტურაშვილის თქმით, თვითონ და აკა მორჩილაძე წერდნენ სცენარს ფილმისთვის დავით აღმაშენებელზე, რომელიც ირლანდიელ რეჟისორს ნილ ჯორდანს უნდა გადაეღო, თუმცა ვერ გადაიღეს. 

 

ტურაშვილის თქმით, სცენარი ნაწილობრივ ჰქონდათ დაწერილი, რომ ამბავი ირლანდიელი რეჟისორის მიერ დავით აღაშენებლზე ფილმის გადაღების შესახებ გასაჯაროვდა და ფილმის გადაღებას მოწინააღმდეგეები გაუჩნდნენ.

 

“მერე ვთხოვე აკა მორჩილაძეს, რომ მქონდა იდეა, რომ რომანის ვერსია დამეწერა ამ მასალების მიხედვით, რაზეც აკა დამთანმხდა, ბუნებრივია,”- თქვა დათო ტურაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი