ხელოვნება

ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალი- “ევროკავშირი ჩემს სამეზობლოში”

21 ოქტომბერი, 2013 • • 1157
ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალი- “ევროკავშირი ჩემს სამეზობლოში”

“მონაწილეებმა უნდა შექმნან მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელშიც უნდა გადმოსცენ მათი დამოკიდებულება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რომელიმე პროექტის შესახებ. ფილმში ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, თუ რა როლი შეასრულა ამ პროექტმა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში,”- ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში. 

 

ნამუშევრები კონკურსანტებმა სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე უნდა ატვირთონ. საუკეთესო ნამუშევრებს სამწევრიანი ჟიური შეარჩევს, რომელიც საზოგადოების წამრომადგნლებისა და ჟურნალისტებისგან დაკომპლექტდება. 

 

ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალი
ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალი

გამარჯვებულების ვინაობა 30 ნოემბერს თბილისში გამართულ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი. პირველ ადგილზე გასულს Apple Iphone 5, მეორე ადგილის მფლობელს – Ipad Mini და მესამე ადგილზე მყოფს Panassonic-ის ციფრული კამერა გადაეცემათ. 

 

სამწუთიანი ფილმების ფესტივალი ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში 2012 წელს გამოაცხადა, სახელწოდებით “ევროკავშირი ჩემს სამეზობლოში.” გასულ წელს კონკურსში ლაშა მესხმა (ქუთაისი), ნინო ბეჟანიძემ (ბათუმი) და თეკლე კვარაცხელიამ (თბილისი) გაიმარჯვეს. 

 

ფესტივალი 17 ოქტომბერს დაიწყო და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი