ფანი არდანის საქართველოში სტუმრობას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და ფრანგული ინსტიტუტი უწევენ ორგანიზებას.
მსახიობი თბილისში მხოლოდ ერთი დღით დარჩება. 24 ოქტომბერს, 15:30 საათზე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის დრამატულ თეატრში მასტერკლასს გამართავს თემაზე “სამსახიობო ხელოვნება. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
იმავე საღამოს, რვა საათზე კინოთეატრ “რუსთაველში” მისი ბოლო ფილმის “აკვიატებული რითმები” ჩვენება გაიმართება. ფილმზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.
ნინია ახვლედიანის, ეროვნული კინოცენტრის პრესსპიკერის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის სურვილი თავად ფანი არდანმა გამოთქვა.