ხელოვნება

საყდრისის არქეოლოგიური ძეგლის გადასარჩენად აქცია გაიმართება

18 ოქტომბერი, 2013 • • 1228
საყდრისის არქეოლოგიური ძეგლის გადასარჩენად აქცია გაიმართება

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მარიამ გურგენიძის თქმით, სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსში არიან შეკრებილი და 11 საათზე დაიძრებიან ბოლნისისკენ.

 

აქციის მონაწილეები ბოლნისში მდებარე საყდრისის მაღაროს მოინახულებენ და შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში 2 საათზე დაგეგმილ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვას შეუერთდებიან. 

 

“აქციის მოთხოვნა არის, რომ გადავარჩინოთ უძველესი ოქროს მაღარო, რომ შევინარჩუნოთ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,”- ამბობს მარიამ გურგენიძე.

 

გურგენიძის თქმით, აქციას სხვადასხვა ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი- მწავნე ალტერნატივა, მწვანე მუშტი, ძეგლის მეგობარი, უერთდებიან. 

 

მარიამ გურგენიძის თქმით, მას შემდეგ, რაც საყდრისს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი ჩამოერთვა, არქეოლოგები კვლევებს ვეღარ აწარმოებენ, ხოლო ძეგლს განადგურება ელის. 

 

საყდრისი
საყდრისი

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი