აქცია-კონცრტი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღეს აქციის მონაწილეები ხელს აწერენ პეტიციას, რომელიც საქართველოს მხრიდან სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტს მოითხოვს. შეგროვებულ ხელმოწერებს ერთი კვირის შემდეგ აქციის ორგანიზატორები ოლიმპიურ კომიტეტში შეიტანანენ.
“ჩვენი ძალა რაშია, 200- მილიონიან ქვეყანას ხომ ვერ დავუდგებით 3- მილიონიანი ქვეყანა ძალის დემონსტრირებით, მაგრამ სიმტკიცე, პროტესტი და ერთად დგომა, რომ ამ ყველაფერს არ ვეგუებით, ეს უნდა გამოიხატებოდეს ყოველწამიერად. ერთად უნდა ვიდგეთ და მსგავსი კულტურული ფორმებით ვაპროტესტოთ, ეს მაინც უნდა გავაკეთოთ, სხვა თუ არაფერი”,- განაცხადა ბექა კოკაიმ, ჯგუფის “მუZიკა” წევრმა.
დეფი გოგიბედაშვილის განცხადებით, ერთად დგომით და პოზიციის გამოხატვით მსოფლიოს ყურადღებას ადრე თუ გვიან მივიპყრობთ:
“თუნდაც ერთი ნაბიჯი რომ შევდგათ თავისუფალი სამყაროს დიდ სივრცეში, ამას მოყვება სხვა ნაბიჯები დანარჩენი თავისუფალი სახელმწიფოებისგან. არა ოკუპაციას! ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას! ჩემი იდეა არის ასეთი, რომ საქართველო არის მარგალიტი, რუსეთი, კრემლი არის საღორე. ნუ დავუყრით მარგალიტს ღორებს“ – ამბობს დავით–დეფი გოგიბედაშვილი.
დღევანდელი აქცია-კონცერტი “ფეისბუქით” დაიგეგმა. სპეიალურად შექმნილ გვერდზე გავცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თავისუფალი ქვეყნის შვილები, სხვადასხვა შეხედულების მოქალაქეები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
დღევანდელ აქცია-კონცერტში მონაწილეობენ: ბესელა და კონტრაბანდა, ნიაზ დიასამიძე და 33ა, Green Room, გამოუვალი მდგომარეობა, არა, ზუმბა,
ქეთათო, LOUDspeakers, The Balloon Shooters, Electric Appeal, Gravity, ლადო ბურდული, Soft Eject, Avro York , The Jetbird, Qordo
მიშა ანდღულაძე და ბენდი, Ducktape, The High Gainers, Sabina, Lauren Ambrose, The Georgians და მუZიკა.
ოკუპაციასთან და სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული პროტესტი ბოლო პერიოდში პერმანენტულ ხასიათს ატარებს მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლი რამდენიმე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს და საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს. დღეს ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა საქართველოს 7 ქალაქში სტუდენტთა ნაწილის ორგანიზებით, გუშინ, 12 ოქტომბერს კი, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირება მთავრობის კანცელარიასთან მოითხოვა მოქალაქეთა ნაწილმა. მცოცავი ოკუპაცია სხვადასხვა დროს სოფელ დიცსა და დვანში ჟურნალისტებმა და მოქალაეებმა გააპროტესტეს.