ხელოვნება

თბილისში “ენების ევროპულ დღეს” აღნიშნავენ

24 სექტემბერი, 2013 • 1300
თბილისში “ენების ევროპულ დღეს” აღნიშნავენ

“ფრანგული ინსტიტუტის” ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ღონისძიება თბილისის მოსწავლეთა სასახლეში 28 სექტემბერს ერთი დღით გაიმართება. პრეს-კონფერენციას ღონისძიების ორგანიზატორი ინსიტუტების ხელმძღვანელები: ფრანგულის ინსტიტუტის დირექტორი ჟილ კარასო, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი და ბრიტანეთის საბჭოს დირეტორი ზაზა ფურცელძე ესწრებოდნენ. 

 

“ენების ევროპული დღე” არის ღონისძიება, რომელიც ევროპის საბჭოს ინიციატივით შეიქმნა უკვე 12 წელიწადია. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს მრავალი ენის ცოდნის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებითვისაც ენების ცოდნა პროფესიული განვითარების მეტ საშუალებას აძლევდა,”- განაცხადა ჟილ კარასომ.

 

კარასოს თქმით, ენების ევროპული დღე მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში იმართება და მას პოლიტიკური მიზანიც აქვს: ყველა ენას, მიუხედავად ამ ენებზე მოსაუბრეთა რიცხოვნებისა, ერთნაირი მნიშვნელობა აქვს.

  

ენების ევროპული დღის აღნიშვნაში საერთაშორისო Galli-Theater მონაწილეობს. გერმანელი მსახიობების დასი ქართველ მოზარდებს საბავშვო დადგმებს ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად წარმოუდგენს. ამის გარდა, ინტერაქტიული შოუ გაიმართება, სადაც ბავშვებს სცენაზე ასვლის საშუალება და შოუში მონაწილეობა შეეძლებათ. 

 

“Galli Theter ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან თეატრი ცდილობს სოციალურ პროცესებში ჩაერთოს. ერთი მხრივ, ისინი იმპროვიზაციის თეატრს წარმოადგენენ, მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა მათი მუშაობა მენეჯმენტის კუთხით- სხვადასახვა დაწესებულებებს მენეჯმენტის გამართვაში ეხმარებიან. პირველყოვლისა, ისინი ჩართული არიან საგანმანათლებლო პროცესში,”- განაცხადა შტეფან ვაკვიცმა.

 

“11-ის ნახევრიდან დაიწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს დაესწროს ღონისძიებას.  მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ უფრო მეტი ევროპული ენების შესახებ. ამ დღის აღნიშვნას აქვს უდიდესი მნიშვნელობა გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც პლურილინგუალიზმი, ანუ მრავალი ენის ფლობა, არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. როცა ენა არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება კულტურათა შორის დიალოგისა,”- განაცხადა ზაზა ფურცელაძემ.

 

ორგანიზატორების თქმით, ერთდღიან ღონისძიებაზე იქნება კონკურსი “ენების პასპორტი”, აკუსტიკური კონცერტი მერაბ ნუცუბიძის მონაწილეობით. ღონისზეიბის ფარგლებში მოეწყობა “ენების სახელოსნოები,” რომლებიც გულისხმობს ინგლისურ, ფრანგულ, რუმინულ, ლიტვურ, იტალიურ, გერმანულ, პოლონურ, ბერძნულ ენებზე შექმნილ ანიმაციებს, რომელსაც სასწავლო მიზნები აქვს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი