გართობახელოვნება

HBO-ს ვეფხისტყაოსნის ეკრანიზაციას უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი სთხოვს

25 თებერვალი, 2018 • 4902
HBO-ს ვეფხისტყაოსნის ეკრანიზაციას უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი სთხოვს

პეტიციას, რომლის მიხედვითაც ქართველი მაყურებელი HBO-ს ვეფხისტყაოსნის ეკრანიზაციას სთხოვს, ხელს ამ დროისათვის (25.02.18 – 16:00) 2000-ზე მეტი ადამიანი აწერს.

პეტიცია ამ ვებგვერდზეა განთავსებული და მიზნად 10 000 ხელმოწერის შეგროვება აქვს დასახული.

პეტიციის ავტორი ვეფხისტყაოსნის მცირე მიმოხილვას აკეთებს და წერს, რომ ზოგადად პოემის ეკრანიზაციის იდეა დიდ რისკად მიაჩნდა, თუმცა Game Of Thrones – ის ყურების შემდეგ აზრი შეიცვალა და მოხარული იქნება, თუ HBO რუსთაველის პოემის ეკრანიზაციას გადაწყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი