ხელოვნება

ლიტერატურული კონკურსი პატიმრებისთვის 6 გამარჯვებულს გამოავლენს

6 სექტემბერი, 2013 • 1392
ლიტერატურული კონკურსი პატიმრებისთვის 6 გამარჯვებულს გამოავლენს

“1 სექტემბერს დასრულდა მეორე ეტაპი პროექტის. ამჟამად მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ შემოსულია 150-მდე ნაწარმოები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ შემოსული ნაწარმოებები გადაეცეს ჟიურის წევრებს განსახილველად,”- განაცხადა გურამ ადამაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიტივის” აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს, 3 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე. 

ლიტერატურული კონკურსი კალამი
ლიტერატურული კონკურსი კალამი

კონკურსი “კალამი” არასამთავრობო ორგანიზიაციის “პოზიტივი” დაარსებულია. მათვე შეარჩიეს ჟიურის კანდიდატი მწერლების 10- წევრიანი სია და სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადასცეს.

 

სამინისტრომ უზრუნველყო, რომ საქართველოში მოქმედ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს შეერჩია სამი მწერალი. პატიმრებმა თეონა დოლენჯაშვილი, რატი ამაღლობელი და დავით ტურაშვილი შეარჩიეს. 

 

ჟიურის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, იქნება. გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ “კალამი” ძალიან საინტერესო კონკურსია, ხოლო ჟიურის წევრებს საინტერესო სამუშაო ელით. 

 

“შეიძლება მართლაც მნიშვნელოვანი ავტორები აღმოვაჩინოთ,”- განაცხადა კეკელიძემ. 

 

კონკურსის შედეგად ექვსი გამარჯვებული ორ ნომინაციაში (პროზაული, პოეტური) გამოვლინდება. ჟიური გამარჯვებულს 1 ოქტომბერს გამოავლენს. პირველ ადგილზე გასული ავტორები 500 ლარს, მეორე ადგილზე გასული 400 ლარს, მესამე ადგილზე მყოფი -300 ლარს ჯილდოს სახით მიიღებენ. 

 

ორგანიზატორების თქმით, ლიტერატურული კონკურსი „კალამი“ პატიმრებისთვის მიმდინარე წლის 25 ივლისს დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს  მასშტაბით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა მიიღეს. კონკურსი ყოველწლიური იქნება. 

 

კონკურსის გამარჯვებულებისთვის 1 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ჩატარდება დაჯილდოვების ცერემონია. ლიტერატურული კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებები გამოიცემა წიგნად. წიგნის პრეზენტაცია 15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი