ხელოვნება

ახმეტელის თეატრის მსახიობების ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნას ითხოვს [Video/Photo]

2 სექტემბერი, 2013 • 1903
ახმეტელის თეატრის მსახიობების ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნას ითხოვს [Video/Photo]

აქციაზე მისულმა 15-მა მსახიობმა მერიის წინ 12 საათზე აქცია გამართა. ისინი საკონსულტაციო საბჭოს მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნას მოითხოვენ. სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრი თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია.

 

სახელმწიფო პროფესიული თეატრების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რომელიც 2013 წლის აპრილში ამოქმედდა, ყველა სახელმწიფო თეატრისთვის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა სავალდებულო გახდა. კულტურის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭომ სამხატვრო ხელძღვალნელები აირჩია. ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების თეატრებისთვის საკონსულტაციო საბჭო თბილისის მერიაში უნდა შექმნილიყო. 

 

ახმეტელის თეატრის მსახიობების ნაწილი აპროტესტებს იმას, რომ აქამდე მერიას განაცხადების მიღება არ დაუწყია. მსახიობები ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეჟისორისა და დრამატურგის, ანდრო ენუქიძის დანიშვნას უჭერენ მხარს.

 

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ განაცხადა, რომ ექვსწევრიანი საკონსულტაციო საბჭო უკვე შეიქმნა, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელებს არა მარტო ახმეტელის თეატრისთვის, კიდევ ორი მუნიციპალური, პანტომიმისა და გლობუსის თეატრებისთვისაც შეარჩევს. 

 

ქაცარავას თქმით, ახმეტელის თეატრის მსახიობების აცია საკონსულტაციო საბჭოზე ზეწოლაა. მისი თქმით, მათ აქვთ უფლება მერიის მიერ გამოცხადებულ სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მათი კანდიდატი წარადგინონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი