ხელოვნება

თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შემრჩევი საბჭო დაკომპლექტდა

29 ივლისი, 2013 • 1369
თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შემრჩევი საბჭო დაკომპლექტდა

საქართველოს კულტურის სამინისტროს დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში სულ 7 ადამიანია:

1. ვასილ კიკნაძე – თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სრული პროფესორი, კოტე მარჯანიშვილის და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი;

2. ნოდარ გურაბანიძე – თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;

3. გიორგი ცქიტიშვილი – თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; 

4. ნიკოლოზ წულუკიძე – თეატრმცოდნე, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი;

5. ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე, ილიას უნივერსიტეტის თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; 

6. ირინა ღოღობერიძე – თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის პრეზიდენტი; 

7. მარინე (მაკა) ვასაძე – თეატრმცოდნე, კავშირის „კულტურა “ დამფუძნებელი.


სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურების შერჩევის გარდა, სარეკომენდაციო საბჭოს უფლება–მოვალეობებში შედის: მინისტრისთვის კანდიდატურების წარდგენა და დანიშნული ხელმძღვანელების მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი.

 

სარეკომენდაციო საბჭოს შექმნის აუცილებლობა სახელმწიფო პროფესიული თეატრების შესახებ კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. 2013 წლის აპრილში ამოქმედებული კანონის მიხედვით, თეატრის შემოქმედებით მიმართულებასა და ფუნქციონირებაზე პასუხს სამხატვრო ხელმძღვანელი აგებს.

 

სამხატვრო ხელმძღვანელების წარმდგენი სარეკომენდაციო საბჭო 7 წევრისგან შედგება, რომლებსაც 4 წლით აირჩევენ. წევრებს დანიშნავს და გაათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. სარეკომენდაციო საბჭოს წევრი უნდა იყოს თეატრმცოდნე, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.