ხელოვნება

ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები

16 ივლისი, 2013 • 2828
ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები

ფინალისტებს შორის გამარჯვებულები კი სექტემბერში დასახელდება. “საბას” რიგით მე-11 საზეიმო დაჯილდოება სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, რომელზეც კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და დააჯილდოვებს „საბას” პრიზითა და ფულადი პრემიებით. 

 

საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.

 

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, პენ-ცენტრმა და რუსთავი-2-მა. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები, უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი და, ასევე, ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანები. ცალკე გაიცემა პრემია “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”. 

 

წლევანდელი ნომინაციების ფინალისტების სია ასეთია:

 

საუკეთესო რომანი

 

ერეკლე დეისაძე, დამლაგებელი 

ირაკლი ბერიაშვილი, იუდა. 1982

ირაკლი სამსონაძე, ღრუბელი სახელად დარინდა

ლადო კილასონია, ფანტომასის კვალდაკვალ

ლაშა იმედაშვილი, თბილისური ამბავი

მიხო მოსულიშვილი, ჰელესა

ნაირა გელაშვილი, მე ის ვარ

 

საუკეთესო პროზაული კრებული

 

გიორგი შერვაშიძე, ჩემი იერუსალიმი

ზაალ სამადაშვილი, ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე

ირაკლი ლომოური, ავტონეკროლოგი

ირაკლი სამსონაძე, შემკრთალი ქუჩა

ნატა ვარადა, დედის კერძი

ნელი ბატიაშვილი, გამჭოლი ქარი

ცოტნე ჩიქოვანი, ცხოვრების გზაზე

გიო მგელაძე, SMS

 

 

საუკეთესო პოეტური კრებული

 

ანდრო ბუაჩიძე, ღამის ნათელი

ლია სტურუა, დავიწყების დღე

ბესიკ ხარანაული, მთავარი გამთამაშებელი

გაგა ნახუცრიშვილი, სტროფი

გივი ალხაზიშვილი, ეპისტოლეთა წიგნი

დიანა ანფიმიადი, ახლოხედვის ტრაექტორია

ვაჟა ხორნაული, როგორც ბაღიდან სურნელებალექსი გამოვიდა გულიდან

იაკი კაბე, ლექსები

კატოპ ჯავახიშვილი, ნაცვალი სახელი

 

 

საუკეთესო პიესა

 

ალექს ჩიღვინაძე, ქალაქის მერის ცოლის საყვარელი

ბასა ჯანიკაშვილი, ლაბადა და ფეხსაცმელი

ბექა ქურხული, აჰა, საცაა ხე წაიქცევა

დათო ტურაშვილი, დოდოს მოლოდინში

ირაკლი სამსონაძე, კლინიკური ქორწინება

ვანო ჩხიკვაძე, 20 წლის წინათ

 

 

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

 

თამთა დოლიძე, წყლის სახლი

ლევან ორახელაშვილი, მისტერ მემედ ეფენდის მისტერიები

მარი ბექაური, ელექტროთაობა

მარინა ელბაქიძე, გაცვლა

ნათია მერებაშვილი, თარგმანისათვის – ტუვე იანსონისსაზაფხულო წიგნი

ნუკრი ბერეთელი, ჩიხი

სოფიკო ალავერდაშვილი, ბალეტი ტროტუარზე

კატია ვოლტერსი, იერიქონის ვარდი

ზაზა კოშკაძე, შუაღამის ცეკვა კიბოსთვის

 

საუკეთესო თარგმანი

 

გია ბერაძე – ჯ. მ. კუტზეეს სირცხვილი

გია ბერაძე – ჯეიმს ჯოისის ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას

გია ჭუმბურიძე – ჯ. მ. კუტზეეს დაიკიდე, ჯივზ!“

გიორგი შაყულაშვილი – ომერ სეიფედინის პირველი ცოდვა

გიორგი ქაჯაია – გაიუს პეტრონიუს არბიტერის სატირიკონი

დალი ფანჯიკიძე – გრიგოლ რობაქიძის ქალღმერთის ძახილი

ზაზა ჭილაძე – იულიამ ფოლკნერის დროშები მტვერში

თამარ ჯაფარიძე – ჰენრი მილერის კირჩხიბის ტროპიკი

ლია ჩლაიძე – ორჰან ფამუქის მდუმარე სახლი

ნანა გოგოლაშვილი – გრიგოლ რობაქიძის მეგიქართველი გოგონა

ნანა ჯანაშია – ოია ბაიდარის დაფერფლილები

ნიკა სამუშია – ჩაკ პალანიკის მებრძოლთა კლუბი

ხათუნა ცხადაძე – ანტონიო ტაბუკის მიაჩნია პერეირას

 

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

 

 

ელგუჯა თავბერიძე, კალიმგრაფი

ოქტაი ქაზუმოვი, 129 გვერდი ლიტერატურაზე

 

 

საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა

 

არჩილ ქიქოძე, ესსეები

გიორგი მაისურაძე, დაკარგული კონტექსტები

ზაზა ბურჭულაძე, ნორმა

ლევან ბრეგაძე, ყოფითი რწმენაწარმოდგენები

პეტრე მამრაძე, ავანტიურა 08.08.08

რუსუდან გორგილაძე, კერძთაყვანისცემა

მასალების გადაბეჭდვის წესი