ხელოვნება

ლიტერატურული ღამე [Video]

10 ივლისი, 2013 • 1150
ლიტერატურული ღამე [Video]

ჯეიმს ჰოპკინი ბრიტანელი მწერალია, რომელიც საქართველოში პირველად 2008 წელს იყო ჩამოსული. იგი გერმანელი მხატვრების ჯგუფთან ერთად “ფიროსმანი II”-ში მონაწილეობდა. საქართველოში მოგზაურობის შემდეგ გამოაქვეყნა სტატიები Esquire–სა და Berliner Zeitung–ში. ჯეიმსმა დაწერა ქართული ტრილოგია მოთხრობებისა BBC რადიო 4–ისთვის. მან მოთხრობები მიუძღვნა ნიკო ფიროსმანსა და გალაკტიონ ტაბიძეს. 

 

ჰოპკინის ნაწარმოებებია: “ზამთარი წყალქვეშ”, “ყვავებსაც კი შეუძლიათ თქვან კრაკოვი”. მომავალში გამოვა “დაემშვიდობე საუზმეს”, “ზღაპრები დევნილებისთვის”. 

 

ინგრი ტობუა დაიბადა საფრანგეთში 1980 წელს. 2000 წლების დასაწყისში ცხოვრობდა და ასწავლიდა ფრანგულს ავღანეთში. ირანში, ინდონეზიაში,  ჰაიტიში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, მოლდავეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შესახებ რადიორეპორტაჟებს ამზადებდა. ინგრიდ ტობუა არის ავტორი რომანებისა: “ავღანეთის მეფეს არ დავუქორწინებივართ”, “ანატომიური ანგელოზი”, “სოლიჩიანო”, “გაზაფხულის ლანდი”. როდესაც არ წერს, ინგრიდ ტობუა ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის უძღვება მწერლობის სახელოსნოებს სასკოლო გარემოსა და ციხეებსა თუ გამოსასწორებელ კოლონიებში. 

 

გიუნთერ ონემუსი დაიბადა გერმანიის ქალაქ პასაუში. ის კოლინზის ლექსიკონის რედაქციაში წიგნის დისტრიბუტორად, რედაქტორად მუშაობდა. მან სახელი გაითქვა, როგორც ინგლისურიდან გერმანულად მთარგმნელმა. დღეს ონემუსი ცხოვრობს და მოღვაწეობს ფრიზინგში, როგორც თავისუფალი ავტორი და მთარგმნელი. ონემუსს 1998 წელს მიანიჭეს “ალფრედ კერის” ლიტერატურული კრიტიკის პრემია და ამავე წელს ქალაქ მიუნხენის “ტუკანის” პრემია რომანისთვის “ვეფხვი შენს მხარზე”. 

 

“ლიტერატურული ღამე” თბილისში EUNIC–ის, ბრიტანეთის საბჭოს, გოეთესა და ფრანგული ინსტიტუტებისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით მოეწყო.

ლიტერატურის ღამე
ლიტერატურის ღამე

მასალების გადაბეჭდვის წესი