კინოხელოვნება

ლევან ანჯაფარიძე ეროვნულ კინოცენტრს უნდობლობას უცხადებს

18 ივნისი, 2013 •
ლევან ანჯაფარიძე ეროვნულ კინოცენტრს უნდობლობას უცხადებს

“მე უნდობლობას ვუცხადებ ეროვნულ კინოცენტრს და იქ ჩატარებულ სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსს. აქედან გამომდინარე ვაცხადებს შიმშილობას კულტურის სამინისტროთან,”– განაცხადა რეჟისორმა პრაიმტაიმის პრესკლუბში. 

 

მისი თქმით, ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსში განაცხადი შეიტანა, რომელიც აფხაზეთის თემას ეხებოდა. თუმცა ფილმი არ დაუფინანსეს. ეროვნული კინოცენტრი განაცხადებს 14 ინვისამდე იღებდა.

“იქ არიან არაპროფესიონალები, რომლებიც ასე წყვეტენ შემოქმედი კაცის ბედს. ჟიურის წევრები იმ სამიდან კი, რასაც კინოექსპერტი ჰქვიათ, არიან ლანა ღოღობერიძე, არჩილ შუბაშვილი და კოტე ჯანდიერი,”– ლევან ანჯაფარიძე.

 

ლევან ანჯაფარიძე კულტურის სამინისტროს წინ, ქუჩაში აპირებს აქციის გამართვას და იქამდე იქნება, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მისი თქმით, იმ რეჟისორებს, რომლებიც გასული 9 წლის განმავლობაში იბრძოდნენ, კვლავ არ ეძლევათ მუშაობის საშუალება. ანჯაფარიძე არ ენდობა ნანა ჯანელიძეს, ეროვნული კინოცენტრის ახლად დანიშნულ დირექტორს. რეჟისორ ნანა ჯანელიძისგან კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების ინსპექტირებას მოელოდა.

 

ლევან ანჯაფარიძის სხვა მოთხოვნები ქართული კინოცენტრის არაპროფესიონალებისგან გაწმენდა და ეროვნული კინოს პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთაა. მისი თქმით, როცა ქვეყანას აქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემები, არ შეიძლება, რომ ამ თემას ეროვნულმა კინომ გვერდი აუაროს:

 

“მეც აფხაზეთის თემაზე მქონდა. ნანა ჯანელიძემ  გააგრძელა წინამორბედის პოლიტიკა. უნდა გამოეძიებინა მანამდე გადაღებული ფილმების წარმომავლობა. საით წავიდა თანხები.”

 

ლევან ანჯაფარიძის თქმით ამ ათის წლის განმავლობაში მას ფილმის დაფინანსებაზე 4 -ჯერ უთხრეს უარი. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი შეხვედრას დაჰპირდა, რომელიც ზეგ, 20 ინვისსაა ჩანიშნული. ანჯაფარიძე მანანა ბერიკაშვილს “დიდი იმედის თვალით” უყურებს.

 

კულტურის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ლევან ანჯაფარიძემ კულტურის სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, რომელშიც აცხადებს, რომ ეროვნული კინოცენტრის საკონკურსო კომისია არაკომპეტენტური წევრებისგან შედგება.

 

“შევისწავლით ვითარებას. თუ იქნება საჭიროება ,შევეცდებით, რომ მომჩივან და მოპასუხე მხარეს ხელი შევუწყოთ, რომ ერთამეთთან საერთო ენა გამონახონ… გამოვიტანთ გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა კინოცენტრის გადაწყვეტილებები კანონს,”– ალექსანდრე მარგიშვილი.

 

მინისტრის მოადგილე ლევან ანჯაფარიძეს სამინისტროს შესასვლელთან უკვე შეხვდა. მისი თქმით, ანჯაფარიძეს პროტესტის ამგვარი ფორმის გამოყენებაში ხელი არ შეეშლება. მარგიშვილმა დაადასტურა, რომ სამინისტროსთან არსებული მინისტრის საკონსულტაციო საბჭო ლევან ანჯაფარიძის საკითხს განიხილავს და რეკომენდაციას გამოიტანს. საბჭო ორ დღეში შეიკრიბება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი