ხელოვნება

საბჭოთა საქართველოს გაციფრულებული პლაკატები [ვიდეო]

11 ივნისი, 2013 • 2525
საბჭოთა საქართველოს გაციფრულებული პლაკატები [ვიდეო]

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული 400 პლაკატის ელექტრონული ვერსიები შეიქმნა. ბიბლიოთეკის არქივში კიდევ 5 ათასამდე პლაკატია გასაციფრულებელი. გაციფრულება იმ პლაკატებს შეეხებათ, რომლებიც ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექციაში ინახებოდა. ისინი ათეულებით წლების განმავლობაში იქმნებოდა და ბიბლიოთეკის არქივში ინახებოდა.

 

ყველაზე ძველი გაციფრულებული პლაკატი 1931 წელსაა დამზადებული. მათი შემკვეთი სახელმწიფო ან კონკრეტულად ის დაწესებულება იყო, რომელშიც ესა თუ ის ღონისძიება ტარდებოდა. ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექციაში უმეტესად აღმზრდელობითი და პროპაგანდისტული ხასიათის პლაკატების გარდა, სპექტაკლებისა და  კინოფილმების აფიშებიცაა დაცული. 

 

გიორგი კეკელიძის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თქმით, მეცხრამეტე საუკუნის პლაკატების გაციფრულებაც იეგეგმება, რომლებიც გაზეთებში ჩაკრული რეკლამებია. პროექტი, მისი თქმით, 2013 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. გაციფრულებული პლაკატები ბიბლიოთეკის საიტზე განთავსდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი