ხელოვნება

“შინ”–ის “არაჩვეულებრივი გამოფენა” ფილარმონიაში [ფოტო]

27 მაისი, 2013 • 2004
“შინ”–ის “არაჩვეულებრივი გამოფენა” ფილარმონიაში [ფოტო]

“შინ”–ის კონცერტი სახელწოდებით “არაჩვეულებრივი გამოფენა” 20 საათზე დაიწყო და 22 სათამდე გაგრძელდა. კონცერტის ბილეთები არ გაყიდულა, დამსწრეებს მხოლოდ მოსაწვევებით შეეძლოთ შესვლა. “შინ”–ის კიდევ ერთი კონცერტი 29 მაისს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაინიშნა,. რომლის ბილეთის ფასი 15–50 ლარამდე იქნება.

 

“არაჩვეულებრივი გამოფენა” ჯგუფის სოლისტმა ზაზა მიმინოშვილმა  კონცერტის დასასრულს ამგვარად ახსნა:

 

“ერთი მხრივ ეს თითქოს გამოფენაა მუსიკის, ამავ დროს უბრალოდ მუსიკაა მაესტროს მუსიკაზე! ხოლო ურთიერთობა მასთან, როგორც შეუმდგარი საუბარი მამასთან, რომელიც გვერდზე არ გყავს და ის მაინც ყოველთვის შენთანაა.”

 

პროექტში გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის და ქართული ხალხური მუსიკის მოტივები იყო თავმოყრილი. კონცერტს, როგორც მსმენელი, გია ყანჩელიც ესწრებოდა.

 

კონცერტში 11 მუსიკალური ნაწარმოები შესრულდა: შესავალი გია ყანჩელის კომპოზიციიდან “კარლენ”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”–თემა ფილმიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა”; “მეთორმეტე ღამე”–თემა სპექტაკლიდან “მეთორმეტე ღამე”; არტურ მილერის “საბრალდებო დასკვნა”; “პირველი როლი თუ ძველი საათი?”– თემა ფილმიდან “როლი დამწყები მსახიობისთვის; ფილმიდან “შერეკილები” “ის აქ არის”; “გიმნაზისტის ფისი” და “რაჯ კაპურის ხაჭაპური” მოტივები ფილმიდან “არ დაიდარდო”; “იბერია” ფილმიდან “მშობლიურო ჩემო მიწავ”; “ხანუმ ჯან” ავქსენტი ცაგარელის თემა სპექტაკლიდან “ხანუმა”; “შეხვედრა მიტინგზე”– “კავკასიური ცარცის წრე”.

 

ფილარმონიის ჰოლში “შინ”–ის ახალი ალბომის “არაჩვეულებრივი გამოფენა” პრეზენტაციაც შედგა. დისკი “ბრავო რექორდსის” ხმის ჩამწერ სტუდაიშია ჩაწერილი. მასში ის 11 კომპოზიაა შესული, რომელიც ჯგუფმა კონცერტზე შეასრულა.

 

რეჟისორ დავით დოიაშვილის დადგმულ წარმოდგენაში ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასის მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვატო კახიძის დირიჟორობით ჯგუფს აკომპანიმენტს უწევდა.

 

კონცერტში ბულგარელი კავალისტი, თეოდოდსი სპასოვი; ილიას მირზაევი, თურქი კომპოზიტორი, რომელსაც პროექტის ყველა მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება ეკუთვნოდა; დანიელ მესინა, არგენტინელი “დრამერი”; ჯ.ზავინული, ვ. მუსტაფაზადე, ქ.იარვე მონაწილეობდნენ.

 

კონცერტის მხარდამჭერები თბილისის ღონისძიებების ცენტრი, კულტურის სამინისტრო, “ბრავო რექორდსი” და სადაზღვევო კომპანია “არდი ჯგუფი” იყვნენ.

 

 ჯგუფის წევრების განცხადებით, ისინი საქართველოში დაბრუნებას აპირებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი