კინოხელოვნება

კინოთეატრები და კულტურის სახლები საქართველოს სოფლებში

24 აპრილი, 2013 •
კინოთეატრები და კულტურის სახლები საქართველოს სოფლებში

გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია

ოდიშარიას განცხადებით, რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში ცხოვრება დაბინდებისთანავე ჩერდება. კულტურის სახლებისა და კინოთეატრების მოწესრიგებით კი კულტურის სამინისტრო სოფლების კულტურულ ცხოვრებას წაახალისებს. მისივე თქმით, სოფლების მაცხოვრებლები კულტურის სახლებში არა მარტო კინოფილმებისა და სპექტაკლების ნახვას, არამედ მათთვის საინტერესო ხელოვანებთან შეხვედრებს შეძლებენ.

 

“ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ საინტერესო ადამიანებს შეხვდნენ და მიიღონ ის კულტურული საზრდო, რაც თბილისშია” – ამბობს ოდიშარია.

 

 

კულტურის მინისტრის აზრით, ეს გარკვეულწილად ახალგაზრდების  სოფლებიდან წასვლის პროცესს შეაჩერებს და კულტურა სოფელს ოცწლიანი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. მისივე თქმით, წლის ბოლომდე კულტურის ცენტრებისთვის 20 კინოპროექტორი იქნება შეძენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი