ხელოვნება

ეტიუდების ფესტივალი [Video]

28 მარტი, 2013 • • 1627
ეტიუდების ფესტივალი [Video]

გრანპრი: საუკეთესო ეტიუდი –”Error-ერორი”. რეჟ: ავთანდილ დიასამნიძე

 

საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი: ”ცოცხალი”– რეჟ: დათო ხორბალაძე

 

საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი: ”ქალის ცხოვრება”– აშოტ სიმონიანი

 

საუკეთესო მსახიობი ქალი: თათა თავდიშვილი – ეტიუდი ”წერო”

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი: მიშო არჩვაძე – ეტიუდი ”ცირკი”

 

სტუდენტური ჟიურის სიმპათია: ეტიუდი ”პაემანი”

 

სტუდენტური თვითმართველობის სიმპათია: გვანცა ენუქიძე –ეტიუდი ”ცოცხალი”

 

26 და 27 მარტს მარჯანიშვილის თეატრში ”ეტიუდების ფესტივალი” უკვე მეხუთედ გაიმართა. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ფესტივალი თეატრის საერთაშორიოსო დღის აღნიშვნასთან ერთად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის 90-ე წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

 

თეატრალური უნივერსიტეტის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტების მიერ მომზადებული 7 წუთამდე ხანგრძლივობის ეტიუდები, კონკურსის პირობით, ტექსტისა და დეკორაციის მინიმალური გამოყენებით უნდა ყოფილიყო შესრულებული.

 

ეტიუდების ფესტივალი 2013
ეტიუდების ფესტივალი 2013

მასალების გადაბეჭდვის წესი