კინოხელოვნება

კინოცენტრს ნანა ჯანელიძე უხელმძღვანელებს

25 მარტი, 2013 •
კინოცენტრს ნანა ჯანელიძე უხელმძღვანელებს

ნანა ჯანელიძე ერთ–ერთი იყო 15 განმცხადებელთაგან, ვინც ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საკონსულტაციო საბჭომ თხუთმეტივე განაცხადი განიხილა, ხუთი საუკეთესო კონცეფცია კი მინისტრს გადასცა განსახილველად. კულტურის სამინისტროს განცხადებით, ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის შერჩევისას მინისტრმა სწორედ საბჭოს რეკომენდაციებით იხელმძღვანელა.

საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ოთარ ლითანიშვილი, ლევან თუთბერიძე, მარინა კერესელიძე, ნინო ანჯაფარიძე, დავით ჯანელიძე, გივი (ბესო) ოდიშარია, ზაზა რუსაძე, კოტე ჩლაიძე, ზურაბ მაღალაშვილი, თინა ყაჯრიშვილი და არჩილ შუბაშვილი შედიან.

კონკურსი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს დღეს, 18:00სთ–ზე ოფიციალურად წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი