ხელოვნება

ახალი წიგნი კოტე მარჯანიშვილზე

15 თებერვალი, 2013 • • 1520
ახალი წიგნი კოტე მარჯანიშვილზე

კოტე მარჯანიშვილი,,ქართული კულტურის ოქროს ფონდი” მიზნად ისახავს, აჩვენოს ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეთა ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალები, რომელთა დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. წიგნის უნიკალურ საარქივო მასალებთან ერთად, ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალებია გამოყენებული. 

 

წიგნში თავმოყრილია კოტე მარჯანიშვილის მემუარები; მისი ბიოგრაფიის, პლატონ კეშელავას, ჩანაწერები; რეჟისორის მეუღლის ელენე დონაურის და სხვადასხვა ცნობილი პიროვნებების მოგონებები; გამოცემას თან უნიკალური ფოტომასალა ახლავს.

 

,,ქართული კულტურის ოქროს ფონდის” პირველი ტომის პრეზენტაციას საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კიკნაძე ჩაატარებენ და ის დღეს, 15 თებერვალს, 16:00სთ–ზე, თეატრსისა და კინოს უნივერსიტეტის I ადმინისტრაციულ კორპუსში, სასწავლო თეატრის სცენაზე გაიმართება.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი