ხელოვნება

აფხაზურენოვანი წიგნების პრეზენტაცია

14 თებერვალი, 2013 •
აფხაზურენოვანი წიგნების პრეზენტაცია

დიმიტრი გულია – ლექსები და შაირები
დიმიტრი გულია – ლექსები და შაირები

კრებულში „ლექსები და შაირები“ აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, დიმიტრი გულიას მიერ 1912 წელს თბილისში გამოცემული ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებების პირველი გამოცემის სკანირებული ვერსიაა წარმოდგენილი. აგრეთვე, ამ ვერსიის თანამედროვე აფხაზურ ანბანზე ადაპტირებული ვარიანტი. დიმიტრი გულიას ეს კრებული პირველად სწორედ 1912 წელს დაიბეჭდა და ამ წიგნით ჩაეყარა საფუძველი აფხაზურ მხატვულ ლიტერატურას.

 

წიგნი გამოსაცემად სოხუმის სახელმწიფი უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის უმცროსმა მეცნიერმა თანამშრომლებმა სოფიკო ჭაავამ და თამარ გითოლენდიამ მოამზადეს. პროექტის ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძეა.

 

აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ პირველი ილუსტრირებული საბავშვო გამოცემაა აფხაზურ ენაზე. პროექტის იდეის ავტორი და რედაქტორი პროფესორი სალომე კაპანაძეა, გამოცემას კორექტირება კი აფხაზოლოგმა ესმა კოკოსკირმა გაუკეთა.

 

ქართული ნაწარმოებების აფხაზურ ენაზე თარგმნას დიდი ისტორია. კულტურის სამინისტროს ამ პროექტის მიზანი ამ ტრადიციის აღდგენა და გაგრძელებაა.

 

14 თებერვალს 17:00–ზე დაგიგმილ პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მრჩევლები, მწერლები, პოეტები, გამომცემლები, მოწვეული სტუმრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი