წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა და მისი წინასიტყვაობის მიხედვით: “ეს წიგნია დაეჭვებულთათვის, ვინც მიწას ფეხისგულებით გრძნობს და ჰაერს ყურის ქალამნებით! სამედაშენოა ეს წიგნი, მკითხველო!”
პრეზენტაციაზე მისული სტუმრებისთვის მწერლის შესახებ გადაღბული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართება (ავტორი: ქეთევან სადღობელაშვილი).
ბესიკ ხარანაულმა ლიტერატურული მოღვაწეობა 1954 წელს დაიწყო, ლექსების პირველი კრებული 1968 წელს გამოსცა. 2004 — ლიტერატურული პრემია “საბა”–ს ლაურეატი გახდა საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა”. 2012 წელს ლიტერატურული პრემია “გალა” დაიმსახურა წიგნისათვის „ლექსები, პოემები”, (1954-2005). 2010 წლის ოქტომბერში კი ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი ლიტერატურის დარგში.