ხელოვნება

ნობელის პრემია ლიტერატურაში ჩინელ მო იანს გადაეცა

11 ოქტომბერი, 2012 •
ნობელის პრემია ლიტერატურაში ჩინელ მო იანს გადაეცა

მო იანი მწერლის ფსევდონიმია და ნიშნავს “ჩუმად იყავი”, მწერლის ნამდვილი სახელი და გვარია გუან მოე. 

 

მო იანი ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული თანამედროვე ჩინელი მწერალია, ის ცნობილია თავისი ნოველებით და მოკლე მოთხრობებით, რომლებშიც, როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდობაში გადამხდარი ამბებია აღწერილი. ხშირად აქვეყნებს ესსეებს აქტუალურ საკითხებზე. მისი ნაწარმოებები  10–მდე ენაზეა ნათარგმნი:

 

“მწერლის ნამუშევრებში ფანტაზია და რეალობა, ისტორია და სოციალური ასპექტებია გაერთიანებული”, – აღნიშნულია ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

 

ალფრედ ნობელის სახელობის პრემია 1901 წლიდან გაიცემა, პრიზი დიპლომის, მედლის და ფულადი პრემიისგან შედგება. ნობელის სახელობის ფონდი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მდებარეობს. პრემია ლიტერატურის გარდა წელს უკვე გადაეცათ ლაურეატებს მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის დარგში, ხვალ დაასახელებენ ლაურეატს მშვიდობის დარგში, ხოლო 15 ოქტომბერს კი– ეკონომიკის დარგში.

მასალების გადაბეჭდვის წესი