ხელოვნება

ლიტერატურული კონკურსი ‘შემოდგომის ლეგენდა 2012’ დაიწყო

18 სექტემბერი, 2012 • 1103
ლიტერატურული კონკურსი ‘შემოდგომის ლეგენდა 2012’ დაიწყო

კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს, პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი პროზაული ნაწარმოები კონკურსის ჟიურის უნდა გაუგზავნონ. ნაწარმოებებს შორის ათი საუკეთესო აირჩევა, ამის შემდეგ კი კონკურსის მეორე ტური გაიმართება.

მეორე ტური ე.წ. იმპროვიზაციული ტურია. კონკურსის ათი ფინალისტი თელავში გაემგზავრება და პროზაულ ნაწარმოებს დაწერს თემაზე, რომელიც მათთვის წინასწარ ცნობილი არ არის.

საბოლოოდ სამი გამარჯვებული გამოვლინდება, პირველი ადგილის მფლობელი 1000– ლარიან ფულად ჯილდოს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს –700, ხოლო მესამე ადგილზე გასულს კონკურსანტს 500 ლარი გადაეცემა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების და ნაწარმოებების მიღება უკვე დაწყებულია და 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი