ხელოვნება

Free Pussy Riot Fest

10 სექტემბერი, 2012 •
Free Pussy Riot Fest

“სანამ ვინმეს ჰგონია, რომ განსახვავებული მოსაზრების გამო შეუძლია სძულდეს მისი მეზობელი, მანამ ჩვენ გაყოფილები ვიქნებით ბარიერებით და გააგრძელებენ ჩვენს გამოკეტვას ციხეებში,” – ამ სიტყვებით გახსნა კონცერტი ორგანიზატორმა ოლგა კურნოსოვამ, რომელმაც საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა.

 

კონცერტის მაყურებლები, დაახლოებით 500 ადამიანი, განსაკუთრებული ოვაციით რუსულ როკ-ჯგუფს ДДТ-ს შეეგებნენ. იური შევჩუკმა ჯგუფის რეპერტუარიდან ყველაზე მწვავე პოლიტიკური თემატიკის სიმღერები შეასრულა.

 

კონცერტის მონაწილეები, ძირითადად კი, ცნობილი რუსული როკ-ჯგუფების წარმომადგენლები სცენიდან მწვავედ აკრიტიკებდნენ როგორც რუსეთის ხელისუფლებას, ისე რუსულ მართლმადიდმებლურ ეკლესიას.

 

კონცერტის ბოლოს სცენაზე ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას მეუღლე პიოტრ ვერზილოვი ავიდა, რომელმაც პუბლიკას მეუღლის სიტყვები გადასცა:

 

“მზად ვარ 10 წელიც კი ვიჯდე ციხეში, თუკი მეცოდინება, რომ თითოეული ამ წლის განმავლობაში გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებისთვისაც სულ ერთი არ იქნება სხვების გასაჭირი და ისე როგორც საკუთარი თავისთვის, იბრძოლებენ სხვისი თავისუფლებისთვის”. 

 

Pussy Riot-ის წევრები – ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი მოსკოვში, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 21 თებერვალს მოწყობილი სკანდალური აქციის გამო დააკავეს. კერძოდ, მათ ტაძარში მოაწყვეს შოუ და შეასრულეს სიმღერა, სახელწოდებით – “Богородица, Путина прогони”. Pussy Riot-ის წევრები რუსეთის სასამართლომ ხულიგნობის მუხლით გაასამართლა და მათ 2–წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

პოლიტპატიმრების მხარდამჭერი კონცერტი სანკტ პეტერბურგში, ფოტო: novayagazeta.ru
პოლიტპატიმრების მხარდამჭერი კონცერტი სანკტ პეტერბურგში, ფოტო: novayagazeta.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი