ხელოვნება

“საბას” დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

9 ივლისი, 2012 • 1931
“საბას” დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც თიბისი ბანკის ეზოში დღეს, 9ივლისს, უნდა გამართულიყო, რამდენიმე დღით გადაიდო.

“თიბისი” ბანკის” პრესსამსახურის ცნობოთ, ამის მიზეზი  პროგნოზირებული  ძლიერი წვიმა და უამინდობაა.

დაჯილდოების ცერემონიის ახალი თარიღი უცნობია.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, პენ-ცენტრმა და რუსთავი-2-მა. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.

“საბა” წელსაც, ტრადიციულად, 9 ნომინაციაში გაიცემა. 5-კაციანი ჟიურის მიერ კონკურსზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი. ცალკე გაიცემა პრემია “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”. 

წლევანდელი საბას ფინალისტები უკვე ცნობილია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი