ხელოვნება

ლიტერატურული რუკის პრეზენტაცია

14 ივნისი, 2012 • 1734
ლიტერატურული რუკის პრეზენტაცია

დღეს თიბისი გალერეაში  პროექტის „ლიტერატურული რუკა“ პრეზენტაცია გაიმართება. „ლიტერატურული რუკა“ განთავსებულია პენცენტრის ვებგვერდზე და მნახველს რუკაზე მონიშნულ ადგილზე მაუსის მიტანით შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა მწერლის ბიოგრაფიის, ბიბლიოგრაფიის, სახლ-მუზეუმის და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ;

ამ რუკის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს ლიტერატურული პროცესების ერთიანი სურათის დანახვა.
 

ლიტერატურული რუკა ადმინისტრირდება საქართველოს პენცენტრის მიერ, თუმცა ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, თავად ატვირთოს ინფორმაცია, მულტიმედიური ფაილები (ფოტო, ვიდეოილუსტრაცია), სტატია, მიუთითოს სხვადასხვა ბმული თითოეულ მწერალსა თუ ადგილზე. შესაბამისად, საიტი იქნება მუდმივად მზარდი და განახლებადი.

პროექტის დამფინანსებელია ფონდი “ღია საზოგადოება -საქართველო”, პარტნიორები კი “თიბისი ბანკი” და “სილქნეტი არიან.

პროექტის პრეცენტაცია 14 ივნისს, 19.00 საათზე გაიმართება.

ლიტერატურული რუკა, Map Screen Shot
ლიტერატურული რუკა, Map Screen Shot

მასალების გადაბეჭდვის წესი