ხელოვნება

სტივენ კინგის ახალი რომანი ნაბეჭდი სახით გამოვა

31 მაისი, 2012 • 2710
სტივენ კინგის ახალი რომანი ნაბეჭდი სახით გამოვა

”ასე რომ, ვისაც მისი წაკითხვა უნდა, ნამდვილი წიგნის შეძენა მოუწევს”, – განაცხადა მწერალმა.

Joyland – ასეთია მისი ახალი ნოველის სახელწოდება და ის კოლეჯის სტუდენტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1973 წელს სამხრეთ კაროლინაში ჩადის და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება:

”მე მიყვარს დანაშაულები, მე მიყვარს საიდუმლოები და მე მიყვარს მოჩვენებები”, – განაცხადა სტივენ კინგმა. მისი ახალი წიგნი სამივე კომპონენტს აერთიანებს და დღის სინათლეს ივნისში იხილავს. თუმცა, ამ ყველაფრის გარდა, რედაქტორმა ჩარლს არდაიმ წიგნს გულდასაწყვეტიც უწოდა:

”ყველაზე გულქვა ადამიანიც კი ვერ შეძლებს თავის შეკავებას. კითხვა რომ დავამთავრე, სტივენს მივწერე, ჯანდაბა, სტივ, შენ მე ამატირე”, – განაცხადა რედაქტორმა.

ამერიკელი მწერალი, ძირითადად, ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრში წერს, თუმცა მას სხვა სტილის, მათ შორის კომიკური ჟანრის სცენარებიც აქვს დაწერილი.

სტივენ კინგი ავტორია სცენარებისა ფილმებისთვის: ”მწვანე მილი”, ”გაქცევა შოუშენკიდან”, ასევე, ”ნათება”(the Shining) ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით, რომლისთვისაც სტივენ კინგი Emmy-ზე იყო ნომინირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი