შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, გამოფენა, სახელწოდებით „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937” გაიხსნა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, თბილისში
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937” გაიხსნა 18.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
ექსპოზიცია მოიცავს ხელოვნების მუზეუმში დაცულ ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ოლგა როზანოვას, ლადო გუდიაშვილის, კაზმირ მალევიჩის, შალვა ქიქოძის, ალექსეი კრუჩიონიხის და სხვა ხელოვანების 100-მდე ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს. გარდა ამისა, დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს საარქივო მასალას, ავანგარდულ აფიშებსა და წიგნებს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, თბილისში
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937” გაიხსნა 18.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის თქმით, კვირეულის მთავარი იდეა სწორედ ისაა, რომ მუზეუმში დაცული საგანძური რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს: – “ეს კოლექცია, რომელიც ინახებოდა უკვე თითქმის ასწლეულები, იმსახურებს იმას, რომ ყველამ ნახოს”, ამბობს ლორთქიფანიძე. მისი თქმით, ასეთი დონის კოლექცია ინფრასტრუქტურულად უფრო გამართულ მუზეუმს იმსახურებს – “მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძგს მისცემს ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციას,” – განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, თბილისში
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937” გაიხსნა 18.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
ექსპოზიცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმაც დაათვალიერა. მიხეილ გიორგაძის თქმით, გამოფენის ფარგლებში, ბევრი ისეთი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის ნახვაა შესაძლებელი, რომლებიც აქამდე არასოდეს გამოფენილა. ექსპოზიცია რამდენიმე შემთხვევით აღმოჩენილ ტილოსაც შეიცავს. გიორგაძის თქმით, ხელოვნების მუზეუმს ეროვნული მუზეუმის კონცეფციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და სამინისტრო მის სარეაბილიტაციო გეგმაზე მუშაობს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, თბილისში
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937” გაიხსნა 18.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე.
გამოფენის ფარგლებში გამოიცა ორენოვანი კატალოგი, რომელშიც მუზეუმის ავანგარდული ხელოვნების კოლექციის ისტორიასთან ერთად სრულად არის დაბეჭდილი ილია ზდანევიჩისა (პოლონური წარმოშობის ქართველი პოეტი, რომლის ხსოვნასაც მიეძღვნა დღევანდელი გამოფენა) და ნიკო ფიროსმანის ურთიერთობის ამსახველი დღიურები.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, თბილისში
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937” გაიხსნა 18.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
ორგანიზატორებმა “მუზეუმის კვირეული” 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს. კვირეული 17 მაისს გაიხსნა და 21 მაისამდე გასტანს.