ხელოვნება

“ბახმარო” ფესტივალზე “DOK Leipzig”

26 ოქტომბერი, 2011 •
“ბახმარო” ფესტივალზე “DOK Leipzig”

სალომე ჯაშის ფილმმა “ბახმარო” გერმანიაში, ანიმაციის და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე “DOK Leipzig”, არაორდინალური დოკუმენტური კინოტალანტისთვის კონკურსის ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ახალგაზრდა ტალანტთა საერთაშორისო კონკურსში Generation DOK 12 ფილმი მონაწილეობდა, მათ შორის ქართველი რეჟისორის ფილმიც იყო.
“DOK Leipzig” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წამყვანი საერთაშორისო კინოფესტივალია გერმანიაში.

ფესტივალი 1995 წელს ჩამოყალიბდა სახელით „სრულიად გერმანიის ლაიპციგის კულტურული და დოკუმენტური ფილმების კვირეული“ .

სალომე ჯაში ფილმში ერთი შენობის მაგალითზე ქვეყნის მოდელს, რთულ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას აღწერს. კინოფილმი “ბახმარო” საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერითაა გადაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი