ახალგაზრდა ტალანტთა საერთაშორისო კონკურსში Generation DOK 12 ფილმი მონაწილეობდა, მათ შორის ქართველი რეჟისორის ფილმიც იყო.
“DOK Leipzig” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წამყვანი საერთაშორისო კინოფესტივალია გერმანიაში.
ფესტივალი 1995 წელს ჩამოყალიბდა სახელით „სრულიად გერმანიის ლაიპციგის კულტურული და დოკუმენტური ფილმების კვირეული“ .
სალომე ჯაში ფილმში ერთი შენობის მაგალითზე ქვეყნის მოდელს, რთულ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას აღწერს. კინოფილმი “ბახმარო” საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერითაა გადაღებული.
