ხელოვნება

Warner Brothers–ს სასამართლოში უჩივიან

18 ოქტომბერი, 2011 • 939
Warner Brothers–ს სასამართლოში უჩივიან

ტოდ ფილიპსის ფილმის მეორე ნაწილი, “მამაკაცების წვეულება 2 – ვეგასიდან ბანკოკში”, (The Hangover, part II) მოპარული სცენარის მიხედვითაა შექმნილი – ამის შესახებ მოქალაქე მაიკლ ალან რუბინი აცხადებს. მან “Warner Brothers”-ს და ფილმის რეჟისორს სასამართლოში უჩივლა.

მაიკლის განცხადებით, კომპანიამ სცენარი მოიპარა და ფილმში აღწერილი ისტორია მას პირადად გადახდა თავს აზიაში მოგზაურობისას.
მისი თქმით, 2008 წელს იგი იაპონელ ქალბატონზე დაქორწინდა, ამის შემდეგ ის და მისი მეუღლე საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ, სადაც უამრავი თავგადასავალი გადახდათ. შემდგომში მაიკლმა თავგადასავლები ერთად შეკრიბა, სცენარი დაწერა და ასე დაასათაურა– “Mickey and Kirin”. მისი თქმით, ფილმში აღწერილი  ამბები ზუსტად ემთხვევა მის მიერ დაწერილ ისტორიებს.

მაიკლმა საავტორო უფლებების დარღვევისთვის “Warner Brothers”–ს და ფილმის რეჟისორს კალიფორნიის სასამართლოში 12 ოქტომბერს უჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი