მაიკლის განცხადებით, კომპანიამ სცენარი მოიპარა და ფილმში აღწერილი ისტორია მას პირადად გადახდა თავს აზიაში მოგზაურობისას.
მისი თქმით, 2008 წელს იგი იაპონელ ქალბატონზე დაქორწინდა, ამის შემდეგ ის და მისი მეუღლე საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ, სადაც უამრავი თავგადასავალი გადახდათ. შემდგომში მაიკლმა თავგადასავლები ერთად შეკრიბა, სცენარი დაწერა და ასე დაასათაურა– “Mickey and Kirin”. მისი თქმით, ფილმში აღწერილი ამბები ზუსტად ემთხვევა მის მიერ დაწერილ ისტორიებს.
მაიკლმა საავტორო უფლებების დარღვევისთვის “Warner Brothers”–ს და ფილმის რეჟისორს კალიფორნიის სასამართლოში 12 ოქტომბერს უჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
