ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი ოთარ ეგაძის სპექტაკლის “ინსტინქტის” განახლებული დადგმის პრემიერას წარმოადგენს.
სპექტაკლის სცენარი თანამედროვე ფრანგ ავტორების– ჟან–ჟაკ ბრიკერსა და მორის ლასეგის კომედიის მიხედვითაა შექმნილი – “მოლანდება, ანუ მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი”.
“ინსტინქტის” სიუჟეტი მარტივი და ამასთანავე ფრანგულად ჩახლართულია.
ახალგაზრდა ლუისთან უცნაური სტუმარი ჩამოდის, მისი შოკისმომგვრელი ისტორიები კი ლუის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს, გამოსავალი, როგორც ფრანგულ კომედიებს ახასიათებთ, მოულოდნელი და დაუჯერებელია.
სწორედ ამ კომედიის მიხედვით, საფრანგეთის ტელევიზიის პირველი არხის პროექტისთვის– “თეატრი დღეს საღამოს”– 416 ტელესპექტაკლი დაიდგა. სპექტაკლმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, მალე პარიზის მარინის თეატრის მცირე სცენაზე გადავიდა და მას შემდეგ აფიშიდან არ ჩამოსულა.
თბილისელ მაყურებელს სპექტაკლის ნახვა 14–15 ოქტომბერს შეეძლება.