ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი ოთარ ეგაძის სპექტაკლის “ინსტინქტის” განახლებული დადგმის პრემიერას წარმოადგენს.
სპექტაკლის სცენარი თანამედროვე ფრანგ ავტორების– ჟან–ჟაკ ბრიკერსა და მორის ლასეგის კომედიის მიხედვითაა შექმნილი – “მოლანდება, ანუ მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი”.
“ინსტინქტის” სიუჟეტი მარტივი და ამასთანავე ფრანგულად ჩახლართულია.
ახალგაზრდა ლუისთან უცნაური სტუმარი ჩამოდის, მისი შოკისმომგვრელი ისტორიები კი ლუის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს, გამოსავალი, როგორც ფრანგულ კომედიებს ახასიათებთ, მოულოდნელი და დაუჯერებელია.
სწორედ ამ კომედიის მიხედვით, საფრანგეთის ტელევიზიის პირველი არხის პროექტისთვის– “თეატრი დღეს საღამოს”– 416 ტელესპექტაკლი დაიდგა. სპექტაკლმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, მალე პარიზის მარინის თეატრის მცირე სცენაზე გადავიდა და მას შემდეგ აფიშიდან არ ჩამოსულა.
თბილისელ მაყურებელს სპექტაკლის ნახვა 14–15 ოქტომბერს შეეძლება.
“ინსტინქტი” – პრემიერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში
-
17.11.2026 ელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში -
17.11.2026 სერიოზული კითხვები რჩება დამნაშავის იდენტიფიცირებაზე და გამოძიების ეფექტიანობაზე – IPI გურამ როგავას საქმეზე -
17.11.2026 ყოფილი ცოლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრი -
17.11.2026 მთის კურორტებზე წლიური აბონემენტის ფასი 650-დან 1000 ლარამდე გაიზარდა -
17.11.2026 „თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა – კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება -
17.11.2026 რუსულმა უნივერსიტეტმა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან თანამშრომლობს, თბილისში ტრენინგი გამართა
