ხელოვნება

ვინ გახდება 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში

5 ოქტომბერი, 2011 • 17289
ვინ გახდება 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში

ბუკმეიკერები პროგნოზებს აკეთებენ 2011 წლის ნობელის პრემიის მფლობელის შესახებ ლიტერატურის დარგში. გამარჯვებული ხვალ, , ადგილობრივი დროით 1 საათზე, სტოკჰოლმში გამოცხადდება.

ბუკმეიკერების პროგნოზის მიხედვით, ყველაზე მეტი შანსი სირიელ ადონის და შვედ ტომას ტრანსტრემერს აქვთ. 81 წლის სირიელი პოეტი და ესეისტი დამაჯერებლად დგას ბუკმეიკერთა ჩამონათვალის სათავეში (ფსონი 4/1), 80 წლის შვედი ტრანსტრემერი კი ასევე მყარად იკავებს მეორე ადგილს (6/1).

ბოლო დღეების მონაცემებით, ცნობილ ამერიკელ მომღერალს და პოეტს ბობ დილანს (10/1) ცოტათი ჯობნის იაპონელი ჰარუკი მურაკამი (8/1) და ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.

2011 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში საქართველოდან მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაულია წარდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი