ხელოვნება

”ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები”

4 ოქტომბერი, 2011 • 1720
”ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები”
5 ოქტომბერს  გერმანიაში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსის და ფილოსოფოსის, გიორგი მაისურაძის ახალი წიგნის ”ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები” პრეზენტაცია გაიმართება.

”ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები” გიორგი მაისურაძის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ესსეებს აერთიანებს.

წიგნი იმ საზოგადოებაზეა, რომელიც გარესამყაროსგან მოწყვეტას და იზოლაციას ცდილობს. ჩაკეტილი საზოგადოების გმირები სიახლეს გაურბიან. მათი ცვალებადობა სიძველის გაცოცხლებასა და შენარჩუნებისკენაა მიდრეკილი. ამის შედეგად, ადამიანები შექმნილი მითების ტყვეობაში ექცევიან. გაზღაპრებული წარსული აწმყოს ადგილს იკავებს.და ხელს უშლის ახლის დაბადებას.  

წიგნს ”ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს.

”ესსეების კრებულზე დაახლოებით თვენახევარია ვმუშაობთ, ტირაჟი მცირეა, 500 ეგზემპლეარი. წიგნის ფასი 6 ლარი და 90 თეთრი იქნება” – ნეტგაზეთს განუცხადა ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” პროექტების მენეჯერმა, თინა კუხიანიძემ.

წიგნის პრეზენტაცია, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი