ეკონომიკა

ნავთობის ფასი კვლავ იმატებს

3 ნოემბერი, 2010 • • 1251
ნავთობის ფასი კვლავ იმატებს

”რია ნოვოსტის”ცნობით, 2 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კვლავ მოიმატა. ამის მიზეზი ამერიკული ვალუტის კურსის ზრდაა, რომელიც ხელოვნურადაა აწეული ამერიკის მთავრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირებისათვის, აცხადებს Associated Press.

ლონდონის საფონდო ბირჟის ISE (InterContinental Exchange Futures)  ვაჭრობის შედეგად დეკემბრის ფიუჩერსების ფასი (ფიუჩერსი-ვადიანი საბირჟო კონტრაქტი, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს ბაზისური აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად. ფიუჩერსული კონტრაქტის დადება, როგორც წესი, მიზნად არ ისახავს საქონლის რეალურ მიწოდებას. ფიუჩერსული კონტრაქტის უპირობო შესრულება გარანტირებულია ბირჟის საკლირინგო პალატის მიერ, რაც მას მაღალ ლიკვიდურობას ანიჭებს) ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნარევზე  მარკით ”Brent Crude Oil ” 0.79 დოლარიდან  85.41 დოლარამდე  გაიზარდა  ბარელზე. ხოლო ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე NYMEX (New York Merchantile Exchange) დეკემბერის  ფიუჩერსების ღირებულებამ ამერიკულ მსუბუქ ნავთობზე მარკით ”Light Sweet Crude Oil” 0.95 აშშ დოლარიდან  83.90  დოლარამდე აიწია ბარელზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი