შოთაძის თქმით, ყველანაირი დოკუმენტები უკვე გადაგზავნილია ჰოლანდიაში, სადაც გუშინ, 30 ივნისს, გიორგი დგებუაძე, მეტსახელად “მასტერა” დააკავეს:

 

“მიმდინარეობს ექსტრადიციის პროცესი. ჩვენი შუამდგომლობის სადუძველზე იგი დაკავებულია ჰოლანდიაში, გადაგზავნილია ყველა დოკუმენტი და დაიწყო პროცესი. ვადებს ვერ გეტყვით, რადგან ინდივიდუალურია სახელმწიფოების მიხედვით, თითოეულ სახელმწიფოს თავისი კანონმდებლობა აქვს ექსტრადიციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მუხლებს, მასზე გამოძიება მიმდინარეობს ორ საქმეზე, ერთი ეხება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, მეორე კი, ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს არასრულწლოვანი მოქალაქეების განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *