ახალი ამბები

“მოულოდნელი” ჯილდო მარგველაშვილისაგან ბაროზოს

12 ივნისი, 2014 • • 1122
“მოულოდნელი” ჯილდო მარგველაშვილისაგან ბაროზოს

 

“მინდა მადლობა ვუთხრა ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რიცხვი 27-ში დამდგარიყო. საქართველოსთვის გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის, მინდა, ბატონი ბაროზო დავაჯილდოვო ოქროს საწმისის ორდენით და მადლობა ვუთხრა მას ქართველი ერის სახელით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

“ეს სიურპრიზია, მართლა არ ვიცოდი. თქვენ შეგიძლიათ მიმიჩნიოთ მე როგორც საქართველოს მეგობარი და მე ვიღებ ამ ჯილდოს როგორც ევროპის კომისიის სახელით, რამეთუ ევროპის კომისია ბევრ რამეს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში გაერთიანებული და აყვავებული საქართველოსთვის”, – აღნიშნა ბაროზომ.

 

ბაროზო და მარგველაშვილი
ბაროზო და მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი