ახალი ამბები

სააკაშვილი: მთავრობას სულ ფეხებზე კიდია, ივლიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში

21 მაისი, 2015 • • 1183
სააკაშვილი:  მთავრობას სულ ფეხებზე კიდია, ივლიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში

“კონკრეტულად ითქვა, რომ ამას აქვს პოლიტიკური მიზეზები და საქართველომ ვერ შეასრულა ის კრიტერიუმები, რომელიც ამას [უვიზო მიმოსვლას] სჭირდება.  საქართველოს მთავრობას სულ ფეხებზე კიდია, ივლიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში. თვითონ ხომ დადიან. ჩემს დროს უკვე მივაღწიეთ, რომ თუ დიპლომატიური პასპორტი გაქვს, უკვე გიშვებენ. თავისი ნათესავები, ოჯახის წევრები ისედაც დადიან ევროპაში, ისვენებენ ევროპულ კურორტებზე.  ის, რომ ხალხი დაიმშა, აღარ აქვს შემოსავალი და ლუკმა-პურის საშოვნელად მზად არიან ნებისმიერ ქვეყანაში წავიდნენ. ევროპის სახალხო პარტია, რომლის სამიტზეც მე ვმონაწილეობდი და ჩვენი პარტიაა წევრი, იქ მივაღებინეთ რეზოლუცია, რომ მოგვცენ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავრობამ თუ არ გააკეთა რამე, მარტო ოპოზიცია რას გააკეთებს. საქართველო ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებამდე მივაგორეთ როგორც ურემი, ინერციაა და გაჩერდა, იმის შემდგ ვეღარ მიგორავს, კიდევ უნდა მიაწვეს ვიღაც და ეს მთავრობა, იმის მაგივრად, რომ იქით მიაწვეს, ერთ ადგილს ატკეპნინებს ქვეყანას და ჩვენს ევროინტეგრაციას. იმ ქვეყანას, სადაც ხალხი დაიმშა, არავინ არსად მიიღებს. მეორე, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ციხეში სხედან, უნდა გაუშვან, სხვაგვარად არაფერი კარგი არ გამოვა. ეს წერია ყველა დოკუმენტში”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი