ახალი ამბები

საარჩევნოდ პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესს NGO-ების კომისია დააკვირდება

25 თებერვალი, 2014 • • 1344
საარჩევნოდ პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესს  NGO-ების კომისია დააკვირდება

 

 

აუდიტის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის რეგულირების საკითხები და გენერალური აუდიტორის ინიციატივა პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.

 

“შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეიქმნება პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, და უშუალოდ დააკვირდებიან პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესს”, – აცხადებენ უწყებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი