ახალი ამბები

ბესელიას თქმით, საჰაერო შეიარაღების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა გაუმართლებელია

3 აპრილი, 2015 • • 1016
ბესელიას თქმით, საჰაერო შეიარაღების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა გაუმართლებელია

ბესელიას თქმით, საკითხი, რომელიც ალასანიამ დააყენა, საჯაროდ განსახილველი არ არის:

 

“არ მგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს იმას, რომ პოლიტიკური მოტივაცია და პარტიული ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დადგეს და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საჯაროდ ისაუბროს იმ თემებზე, რომელიც საჯაროდ საუბრის თემა არ არის”, – განაცხადა ბესელიამ.

 

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი საქართველოს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე.

 

“საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე უარი ათქმევინა საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა იმიტომ, რომ მათ არადსროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არ ჰქონიათ სოლიდარობა ქართულ ჯართან”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

მისივე თქმით, დეტალურად ვერ ისაუბრებს 2014 წლის 28 ოქტომბერს საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმზე, რომელსაც ექვსი თვის ვადაში უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ალასანიას თქმით, 6 თვე გავიდა და ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან გაუშვა. მან დღეს ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ბენეფიტებს მიიღებდა ქვეყანა, თუკი ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა.

 

ალასანიას თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” მიმართავენ პარლამენტს, რომ დროებითი კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის, თუ რა პირობებში, როგორ დაიდო მემორანდუმი და რა დააკლდა ქვეყანას, რომ არ გაფორმდა ხელშეკრულება ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი