ახალი ამბები

რა სარგებელი მოიტანა რუსეთთან დათბობის პოლიტიკამ? – ღარიბაშვილის განმარტებები

26 მარტი, 2015 • • 982
რა სარგებელი მოიტანა რუსეთთან დათბობის პოლიტიკამ? – ღარიბაშვილის განმარტებები

“2 წლის წინ სააკაშვილის მთავრობას ჰქონდა აბსოლუტურად რადიკალური, გაუაზრებელი პოლიტიკა ნაწარმოები რუსეთის მიმართ. მათმა წინდაუხედაობამ და გაუაზრებელმა მოქმედებებმა თავიდან ვერ აგვაცილებინა აგვისტოს ომი. მიმაჩნია, რომ ამის აცილება შეიძლებოდა სწორი პოლტიკით, კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომებით. ჩვენ შევძელით ამ ახალი მიდგომის შედეგად.. (შეგახსენებთ, რომ ეს იყო ინიცირებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ) ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და შევძელით, რომ მოვახდინეთ დეესკალაცია კონფლიქტის და შევძელით ის, რომ ბაზარი გავხსენით ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ექსპორტი გაიზარდა 468%-ით. გავიტანეთ რუსეთის ბაზარზე ღვინო, ბორჯომი, მინერალური წყლები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ბორჯომს 400% სუფთა მოგება ჰქონდა 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით”. . სააკაშვილი იოცნებებდა გაეხსნა რუსეთის ბაზარი. მას ამის შანსი არ ჰქონდა საერთოდ. იმდენად დამანგრეველი პოლიტიკა აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

დღეს გამართლ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთში ექსპორტის შედეგად ბევრი მეღვინე განვითარდა და გაძლიერდა, რამდენიმე ახალი ღვინის ქარხანა აშენდა ერთ წელიწადში და კახეთსა და რაჭაში 290 მილიონი ლარი შევიდა.

 

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის კონტრუქციულმა ნაბიჯებმა ხელი შუუწყო რეგიონში უსაფრთხოების ზრდას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების შემოსვლას.

 

“ამ ჩვენმა გონივრულმა და კონსტრუქციულმა მიდგომებმა ხელი შეუწყო უსაფრთხოების გაძლიერებას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნააში, არამედ რეგიონში. ეს არის ნდობა გამოცხადებული მთავრობის მიერ. გაინტერესებთ, რას მეკითხებიან მსოფლიო ლიდერებთან შეხვდრების დროს? მათ სურთ დარწმუნდნენ, გავაგრძელებთ თუ არა ამ კონსტრუქციულ მიდგომებს და რაიმე ხომ არ შეიცვლება ამ მიმართულებით? არ მაინტერესებს, რას ფიქრობს აკო მინაშვილი ან მიხეილ საააკაშვილი ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, მოსწონთ თუ არ მოსწონთ. მე მაინტერესებს ის, რომ ამერიკის პრეზიდენტს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა, გერმანიის კანცლერს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა, საფრანგეთის პრეზიდენტს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთმა საქართველოს მთავრობის კონსტრუქციულ ნაბიჯებს არაკონსტრუქციულად უპასხუა, თუმცა ეს პოლიტიკის ნაწილია.

 

“სამწუხაროა, რომ რუსეთმა არ უპასუხა პოლიტიკურად ჩვენს ჯანსაღ, კონსტრუქციულ მიდგომებს იგივე სულისკვეთებით, როგორადაც ჩვენ დავიწყეთ. პოლიტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იგივე სულისკვეთება. პირიქით, გვაქვს აბსოლუტურად გაუგებარი ხელშეკრულებები. რომელიც ვერასოდეს ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი