ახალი ამბები

21 მარტს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ კონტრაქცია გაიმართება

19 მარტი, 2015 • • 1369
21 მარტს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ კონტრაქცია გაიმართება

ამასთან დაკავშირებით კოალიცია “ერთსულოვნება” დღეს თბილისში, რუსთაველის ძეგლთან მართავს გამაფრთხილებელ პრეფორმანს-აქციას, სადაც ცეცხლი მოეკიდება და დაიწვება ნაციონალური მოძრაობის ოფისის მაკეტი, რითაც, ორგანიზატორების თქმით, “გამოიხატება საზოგადოების ალეგორიული დამოკიდებულება ნაციონალური პარტიის, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიმართ.”

 

დღესვე დარიგდება ფლაერები და დაანონსდება 21 მარტს, 15:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ნაციონალების გასაპროტესტებლად დაგეგმილი კონტრაქცია.

ერთსულოვნების ფლაერი 21 მარტის აქციის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი