ახალი ამბები

პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ეთიკის ქარტიას მიმართა

19 მარტი, 2015 • • 1428
პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ეთიკის ქარტიას მიმართა

კერძოდ, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის 2015 წლის 7 თებერვლის “კურიერის” 9-საათიან გამოშვებაბაში არხის გენერალურმა დირექტორმა და კურიერის პროდიუსერმა შეუარცხმყოფელი ფრაზები გამოიყენეს გუგული მაღრაძის მიმართ.

 

“კურიერის პროდიუსერმა და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავისი გამონათქვამებით გუგული მაღრაძის მიმართ – იმის ნაცვლად, რომ პატივი ეცათ საზოგადოების უფლებისათვის, მიაწოდონ მას სიმართლე და არგუმენტირებულად დაარწმუნონ მაყურებელი საკუთარი პოზიციის სიმართლეში- გამოავლინეს საზოგადოების და სიმართლისადმი სრული უპატივცემულობა და არგუმენტაციისა და დასაბუთების ნაცვლად  შეურაცხმყოფელი ფრაზები გამოიყენა გუგული მაღრაძის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ პირადი კომერციული და კომპანიის ინტერესის გამო,” – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მაღრაძე მიიჩმევს, რომ ამ გადაცემით დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპები.

გუგული მაღრაძე
გუგული მაღრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი