ახალი ამბები

ბერძენიშვილი გოგელიას იდეოლოგიაზე: ესეც ნიცშე არაა, რომ დიდი გარკვევა სჭირდებოდეს

23 დეკემბერი, 2014 • • 1134
ბერძენიშვილი გოგელიას იდეოლოგიაზე: ესეც ნიცშე არაა, რომ დიდი გარკვევა სჭირდებოდეს

“მაესტრო თურმე შურს იძიებს ყველაზე, ვისაც გაუხარდა ევროპასთან ასოცირება, მაპატიეთ, მაგრამ ვინ კითხავს “მაესტროს” ზოგიერთ  ხელმძღვანელს, საით წავა საქართველო. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. მესმის, რომ ის  უნდა იყოს თურმე  ქართული, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს არაევროპულს, ანუ რუსულს. საქართველოს პასპორტის არმქოე მოქალაქეები ქართველობას გვასწავლიან უცხოეთიდან, მაპატიეთ, მაგრამ ძალიან გულისამრევი და სასაცილოა. კი ბატონო, გნებავთ, პუტინის ტელევიზია გახსნან და გნებავთ, პროქართული, ჩუჩხეს იდეებით. ბატონი გოგელიას იდეოლოგია ჩემთვის დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, ესეც ნიცშე არაა, რომ დიდი გარკვევა სჭირდებოდეს”,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

22 დეკემბერს ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჟიჟილაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც არხი საინფორმაციო სამსახურის კიდევ 20-მდე თანამშრომელმა და გადაცემა “ყოველდღიური აბების” გუნდმა დატოვა, ხოლო “მაესტროს” ხელმძღვანელობამ არხის შიდა რეორგანიზაცია გამოაცხადა. “მაესტროდან” წამოსული ჟურნალისტების თქმით, არხზე  მთავრობის კანცელარიის თანამშრომელს კოკა ყანდიაშვილი აპირებს გადაცემის მომზდებას და ის დაგეგმავს სატელევიზო ბადეს. ამას გარდა, ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, არხის ხელმძღვანელობასთან საუბრისას მას  განუმარტეს, რომ ეს საინფორმაციო სამსახურის მიმართულება უფრო იდეოლოგიზებული უნდა გამხდარიყო, რაც პროქართულობაში გამოიხატებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი