ახალი ამბები

New York Times: აშშ–ის თავდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა

24 ნოემბერი, 2014 • 1049
New York Times: აშშ–ის თავდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა

ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ჰეგელის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ობამამ მიიღო. ჰეგელი ობამას ეროვნული უსაფრთხოების გუნდში ერთადერთ რესპუბლიკელს წარმოადგენდა. გადაწყვეტილება გასულ პარასკევს მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა ჰეგელისა და ობამას შეხვედრები, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.


New York Times–ის ცნობით, ოფიციალური პირები ამ გადაწყვეტილებას აფასებენ, როგორც აღიარებას იმისა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” საფრთხე მოითხოვს ჰეგელისგან განსხვავებულ მიდგომას. მას ხშირად უჭირდა, მკაფიოდ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. 


“მომდევნო რამდენიმე წელიწადი სხვა სახის აქცენტებს მოითხოვს,”– განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ობამას არ მოუხსნია ჰეგელი, მან თავის მომავალთან დაკავშირებით გამართა შეხვედრები პრეზიდენტთან 2 კვირის წინ და ორივე მათგანი შეთანხმდა, რომ დროა ჰეგელს თანამდებობა დაეტოვებინა.


ჩაკ ჰეგელი თანამდებობას შეინარჩუნებს, სანამ სენატი მის შემცვლელს არ დაამტკიცებს.

 

 

ჩაკ ჰეგელი და ბარაკ ობამა  16.05.2013    ©EPA
ჩაკ ჰეგელი და ბარაკ ობამა 16.05.2013 ©EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი