ახალი ამბები

ბერუჩაშვილი: აფხაზეთის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოვითხოვეთ

24 ნოემბერი, 2014 • • 989
ბერუჩაშვილი: აფხაზეთის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოვითხოვეთ

საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოწრა, რომელსაც საქართელო არასოდეს აღიარებს, არის რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. ბერუჩაშვილის შეფასებით, რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

 

ბრიფინგზე მინისტრმა გაიხსენა 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულები, რომელთა უხეშ დარღვევად მიაჩნია საქართველოს მთავრობას რუსეთის ქმედებები. 

 

“ხელმოწერას ექნება უარყოფითი შედეგები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრხოების მდგომარეობაზე, ისევე როგორც უფრო ფართოდ, ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში. ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და მას არასდროს არ სცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა. 

 

საგარე საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომის მნიშვნლობას და აღნიშნა, რომ ხელშკრულების ხელმოწერა არის რუსეთის მიზანმიმართულ ნაბიჯი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საპასუხოდ. 

 

“ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებიდან მომდინარე საფრთხეებზე საქართველო მუდმივად აწარმოებდა დიალოგს საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა ჩვენი ეს ქმედებები საერთაშრიოს ასპარეზზე ბევრად უფრო ინტენსიური გახდება”, – აცხადებს ბერუჩაშვილი. 

 

მინისტრის განმარტებით, საქართველომ მოითხოვა გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება. საგარეო უწყების ცნობით, მათ ასევე მოითხოვეს ეუთოს სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის ჩატარება, ევროპის საბჭოში, ნატოში და ევროკავშირში.

 

უკვე განხორციელდა სატელეფონო საუბრები საქართველოს პარტნიორებთან და იგეგმება ვიზიტები პარტნიორი სახელმწიფოების დედაქალაქებში, საქართველო ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს დააყენებს 10 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ამბობს მინისტრი. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი დიპლომატები დღესვე შეხვდებიან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომლებსაც დეტალურად გააცნობენ საქართველოს მთავრობის პოზიციას და იმსჯელებენ სამოქმედო გეგმებზე.

 

დღეს, 24 ნოემბერს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის პირველმა პირებმა სოჭში ხელი “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

თამარ ბერუჩაშვილი/სააგენტო პირველის ფოტო
თამარ ბერუჩაშვილი/სააგენტო პირველის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი