ახალი ამბები

პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით პარასკევს გამოვა

10 ნოემბერი, 2014 • • 1016
პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით პარასკევს გამოვა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე აპირებს საუბარს. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს, იქნება თუ არა დებატები და კითხვა-პასუხი სხდომაზე, კვერენჩხილაძის თქმით, ეს საკითხი ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია, თუმცა სავარაუდოდ დებატები არ იქნება და მის შემდეგ სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე გამოვა.


“დებატები ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.


პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლის, ასევე, მთავრობის სხდომაში მონაწილეობის სურვილი 5 ნოემბერს გამოთქვა, მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფრთხეებზე გააკეთა აქცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი