ახალი ამბები

კალაძე: სამართალდამცავებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრიმინალთან ბრძოლაში

3 სექტემბერი, 2014 • 1204
კალაძე: სამართალდამცავებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრიმინალთან ბრძოლაში

მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს ბოლო დროს საქართველოში მკვლელობების შემთხვევებთან დაკავშირებით:

 

“არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ნულოვანი ტოლერანტობიდან, შიშის რეჟიმიდან, ტერორიდან გამოვიყვანოთ და დამნაშავეებს ეძლევათ უფლება, რომ ასეთი დანაშაული ჩაიდინონ. არავითარ შემთხვევაში. ყველა დამნაშავე მაქსიმალური სიმკაცრით, კანონის ფარგლებში უნდა აიყოს დასჯილი”, – განაცხადა კალაძემ.

 

ბოლო 5 დღის განმავლობაში საქართველოში 6 ადამიანის მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი.  

 

3 სექტემბერს საპარლამენტო უმცირესობამ გაზრდილი კრიმინალის მიზეზით კიდევ ერთხელ მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენება. 

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აძლევს ხმას მე-3 ოლქის 64-ე უბანზე. 2014 წლის 12 ივლისი
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აძლევს ხმას მე-3 ოლქის 64-ე უბანზე. 2014 წლის 12 ივლისი

მასალების გადაბეჭდვის წესი